20 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
პანიკა იყო ოჯახში, - ჟურნალისტი თაკო სურგულაძე სპეცოპერაციის დეტალებს იხსენებს

„მივედი ერთ-ერთ კორპუსთან, სადაც იყო პოლიციელი და მითხრა რომ გავწეულიყავი, მაგრამ მეორე ცზადე ეს პოლიციელი იქ აღარ დამხვდა და  ჩვეულებრივად შევედი კორპუსში, მე და ჩემი ოპერატორი და ბოლო სართულზე ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა გამიღო კარი,“- „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი თაკო სურგულაძე დღეს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე თითქმის 22 საათიან სპეცოპერაციას გადაცემა „არჩევანში“ იხსენებს.

თაკო სურგულაძე დღეს მთელი დღის განმავლობაში მოვლენების ეპიცენტრში მუშაობდა. ჟურნალისტი იმ ვითარებაზე საუბრობს, რომელიც მას შემთხვევის ადგილზე დახვდა. მისი თქმით, ადგილობრივი მაცხოვრებლები მას უყვებოდნენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში პანიკა იგრძნობოდა.

„ძალიან გვეშინოდაო და მაშინაც, როცა მივედი, პანიკა იყო თითქოს ოჯახში. ისეთი ადგილი იყო, რომ ის კორპუსი ზუსტად ჩანდა, ის ორი სართული, სადაც ეს ადამიანები იყვნენ. ზედხედით კარგად ჩანდა, როგორ ხდებოდა მობილიზება სპეცრაზმელები, როგორ მრავლდებოდნენ,“ - ამბობს თაკო სურგულაძე.

დღის ამბები