„კითხვები არსებობს. იმაზე საუბარი, რომელი ქვეყნიდან იყვნენ, არ გვეტყვიან, სასაცილოა. შეიძლება დღეს არ გვითხრან, მაგრამ ეს საჯარო ინფორმაციაა,“- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
სერგი კაპანაძის თქმით, სპეცოპერაციის მიმდინარეობისას პოლიტიკოსებმა შეფასებებისა და სპეკულაციებისგან თავი უნდა შეიკავონ. მან განმარტა, რომ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.
„პრემიერმა ჭკუა დაგვარიგა, მოგვიწოდა შეფასებები არ გავაკეთოთ, ვნახეთ უსამარცხვინოესი გამოსვლა სოზარ სუბარის. სახეზე ეტყობოდა, რომ ამ ტრაგედიიდან ქულა უნდა დაეწერა. ტერორიზმთან თამაში არის ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანო,“- აღნიშნა სერგი კაპანაძემ.