20 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
"გვამებით ვაჭრობით მოხვედით ხელისუფლებაში"- მწვავე კამათი "არჩევანში"

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციის განხილვას გადაცემა „არჩევანში" მწვავე კამათი მოჰყვა. სიტყვიერად ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაზა ბიბილაშვილი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, არჩილ თალაკვაძე დაუპირისპირდნენ. მმართველი გუნდის წევრმა ოპოზიცია პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულა და წარსული გაუხსენა.

„ტერორისტულ თამაშებში თქვენ იყავით შემჩნეული და თქვენ ხალხმა პოლიტიკური ველიდან გაგაძევათ. ტერაქტებით რომ ცდილობთ დღის წესრიგის აწყობას იმიტომ წააგეთ არჩევნები და იმიტომ წააგებთ მომავალში არჩევნებს,“- აღნიშნა თალაკვაძემ.

ზაზა ბიბილაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელმაც პოლიციელის მკვლელი პოლიტპატიმრად გაუშვა. 

„ეს არის უტიფრობა, პოლიციელის მკვლელი თქვენ გაუშვით პოლიტპატიმრად. ამათი პრემიერი ჩვენ გვდებდა ბრალს ტერაქტის მოწყობაში. გვამებით ვაჭრობით მოხვედით ხელისუფლებაში,“- მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა არჩილ თალაკვაძეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები