ვარდების რევოლუციიდან 14 წელი გავიდა. 2003 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმების დაცვის მოთხოვნით ქუჩაში გამოსულმა მოქალაქეებმა არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვეს.
რამდენიმეკვირიანი მასობრივი საპროტესტო აქციის შემდეგ პრეზიდენტი შევარდნაძე გადადგა.
პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება კი დროებით პარლამენტის თავმჯდომარეს დაეკისრა.
ვარდების რევოლუციის შემდეგ ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერით ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" მოვიდა.