20 ნოემბერი 2024,   19:17
ვრცლად
მოსკოველი ტურისტი ოლეგ ვერსინინი ტურისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

მოსკოველი ტურისტი ოლეგ ვერსინინი ტურისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. იგი აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ ჩაქვში, ფოტოს გადასაღებად შეჩერდა და მისი კუთვნილი ველოსიპედი მოპარეს.

ტურისტის განცხადებით, მას თან სმარტფონი ტელეფონი და 700 ამერიკული დოლარი ჰქონდა. ოლეგ ვერსინინი თანხისა და პირადი ნივთების გარეშე დარჩა და იგი გამგზავრებას მოსკოვში ვერ ახერხებს.

ის სამართალდამცავებს დროული რეაგირებისაკენ მოუწოდებს. რუსეთის მოქალაქე საქართველოს გავლით თურქეთში აპირებდა მოგზაურობას.

დღის ამბები