20 აპრილი 2024,   09:15
ვრცლად
რესტორან "თაღლაურაში" ხანძარია - მოხდა რესტორანში მყოფი სტუმრების ევაკუაცია

რესტორან "თაღლაურაში" ხანძრის სალიკვიდაიო სამუშაოები მიმდინარეობს. ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე რესტორანში ხანძარს რამდენიმე სამაშველო ჯგუფი აქრობს.

როგორც „რუსთავი 2“-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

გავრცელებული ინფორმაციით, მოხდა რესტორანში მყოფი სტუმრების ევაკუაცია. ჯერჯერობით ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. 

დღის ამბები