20 ნოემბერი 2024,   19:13
ვრცლად
წლის ბოლომდე მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა პოლონეთში გააძევონ

ბრიუსელში „ევროპის სახალხო პარტიის“ სამიტის დაწყებამდე, უკრაინის ოპოზიციური პარტია" ბატკივშჩინას" ლიდერმა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დეპორტაციისთვის პეტრო პოროშენკო გააკრიტიკა. იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ნაბიჯები ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

„ევროპის სახალხო პარტიის“ სამიტს უკრაინის პრეზიდენტიც ესწრება. პეტრო პოროშენკო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა, თუმცა ქართველების დეპორტაციის თემაზე დასმული შეკითხვა უკრაინის ლიდერმაც და საგარეო უწყების ხელმძღვანელმაც უპასუხოდ დატოვეს.

ოპოზიციის გარდა, ხელისუფლებასთან ქართველების უკანონო დეპორტაციაზე პრეტენზიები უკრაინის სახალხო დამცველსაც აქვს. ვალერია ლუტკოვსკაის შეფასებით, 21 ოქტომბერს საქართველოს სამი მოქალაქის უკრაინიდან გაძევებით ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული კონვენციის მუხლებიც დაირღვა.

საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და შემდეგ მათი დეპორტირების საქმეს გენერალური პროკურატურა შეისწავლის.

პარალელურად, უკრაინის ძალოვან უწყებებზე დაყრდნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალ წლამდე უკრაინას მიხეილ სააკაშვილსაც დაატოვებინებენ, თუმცა პარტია „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის ექსტრადირება არა საქართველოში, არამედ სხვა ქვეყანაში მოხდება და შესაძლოა, ეს პოლონეთიც იყოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები