20 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილი “აღმოსავლეთ პარტნიორობის” რიგით V სამიტზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი “აღმოსავლეთ პარტნიორობის” რიგით V სამიტზე სიტყვით გამოვა. გიორგი კვირიკაშვილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის პლენარული სხდომის მონაწილეებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს გააცნობს.

სამიტზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯებიც განიხილება. 

გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრით დაიწყო.

„ბატონმა ტუსკმა ძალიან პოზიტიურად შეაფასა ის განვითარება, ის რეფორმები, რაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს და განაცხადა, რომ ბუნებრივია, საქართველოს წარმატება იქნება კარგი მაგალითი სხვა პარტნიორებისთვის ამ მიმართულებით. ევროპული მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს,“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრი ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.

დღის ამბები