20 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
თურქული გამოცემა "DailySabah-ის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, ახმედ ჩატაევი მკვდარია

თურქულმა ოფიციალურმა გამოცემამ "DailySabah-მა" გაავრცელა ინფორმაცია რომ, სავარაუდოდ, ახმედ ჩატაევი მკვდარია. ინფორმაციას მედიასაშუალება გამოცემა Habertürk-ის სტატიაზე დაყრდნობით წერს. გავრცელებული ცნობით, საქართევლოში ჩატარებული 17 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად 3 მოკლულს შორის შესაძლოა აჰმედ ჩატაევიც იყო. 

Dailysabah-ის ინფორმაციით, ტერორიზმში ბრალდებულმა ახმეტ ჩატაევმა საქართველოს საზღვარი, სავარაუდოდ, არალეგალურად გადაკვეთა და თბილისში ერთ-ერთ ბინაში ცხოვრობდა.

აჰმედ ჩატაევი 22 ნოემბერს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს - ჩატაევის ოჯახთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "კავკაზ რეალი" ავრცელებს. თუმცა აქვე ნათქვამია, რომ ფაქტის ოფიციალური დადასრტურება ამ დრომდე არ მომხდარა.

 

დღის ამბები