20 ნოემბერი 2024,   19:20
ვრცლად
ომბუდსმენობის კანდიდატები - ოპოზიცია გამოცდილებისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე საუბრობს 

საპარლამენტო ოპოზიცია ომბუდსმენის თანამდებობაზე არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერას გეგმავს. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ამ გადაწყვეტილებით, სახალხო დამცველს მეტი ლეგიტიმაცია და დამოუკიდებლობის ხარისხი ექნება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების თქმით, სახალხო დამცველი უნდა იყოს პირი, რომელიც რეალურად აკონტროლებს ხელისუფლებას.

„ჩვენ, როგორც ოპოზიციურმა პარტიამ ვთქვით, რომ არა ხელისუფლების კანდიდატს, არამედ სწორედ არასამთავრობოების მიერ წარდგენილ კანდიდატს დავუჭერდით მხარს და კანდიდატების განხილვაში მივიღებდით მონაწილეობას, რომლებზეც არასამთავრობოები შეჯერდებოდნენ. იმიტომ, რომ აქ მეტნაკლებად მაინც არის იმის იმედი, რომ პრინციპი იყოს დაცული ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ადამიანი, რომელმაც შეიძლება რეალურად შეძლოს ხელისუფლების კონტროლი,“ - აცხადებს „ენმ“-ის წევრი ნინო კალანდაძე.

ოპოზიციისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ოთხივე კანდიდატი მისაღებია. თუმცა „ევროპული საქართველოს“ ლიდერები განმარტავენ, რომ მხარდაჭერა დამოკიდებული იქნება კანდიდატის ავტორიტეტსა და გამოცდილებაზე.

„ჩვენთვის ორიენტირი იქნება ის თუ რაზე შეთანხმდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ჩვენ თავად შევაფასებთ და მნიშვნელობა ექნება იმას თუ როგორი ავტორიტეტი აქვს ამ სფეროში, განვლილი გზა და აუცილებელი პირობაა, რომ ის არ უნდა იყოს დამოკიდებული ხელისუფლებაზე,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები