20 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
არ გინდათ მიამიტური სათვალეებით ყურება რეალობასთან მიმართებაში - პრეზიდენტის პირველი კომენტარი სპეცოპერაციაზე

საქართველოს პრეზიდენტი ორი დღის წინ თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს თბილისში  ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ. პრეზიდენტი იმ გლობალურ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ქვეყანას ტერორიზმის კუთხით აქვს.

პრეზიდენტის თქმით, განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო უშიშროების საბჭოს საჭიროება.

„ის მიამიტური განცდა, რომ საქართველო არსებობს იმ რეალობაში, როდესაც არ არსებობს გლობალური რისკის მატარებელი საშიშროებები, არ არსებობს საშიშროება, რომ რომელიღაც კრიზისი გადაიზარდოს ბევრად უფრო რთულ ვითარებაში, რომ საქართველოს არ სჭირდება კოორდინირებული პოლიტიკური მოქმედება ასეთ ვითარებაში, არა მხოლოდ ოპერატიულ ნაწილში, ოპერატიულ ნაწილში დიდი მადლობა გადავუხადე იმათ ვინც მოქმედებდა. მაგრამ, კოორდინირებული პოლიტიკური მოქმედება და რომ არ არის უშიშროების საბჭო და სხვა მსგავსი ინსტიტუტები, რომელიც კონტროლს გაუწევდა რთულ ვითარებას და დააზღვევდა იმ რისკს, რომელიც ყოველთვის არის ასეთ ვითარებაში, რომ კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემაში გადაიზარდოს ასეთი შემთხვევები, ალბათ ამ მიამიტურ განცდებს, რომელსაც არ ვიცი რა საფუძველი გააჩნია, ალბათ ამ მიამიტურ განწყობებს ნათელი პასუხი გაეცა.

"შეაფასეთ რეალობა და კიდევ ერთხელ შეხედეთ რეალობას. არ გინდათ მიამიტური სათვალეებით ყურება რეალობასთან მიმართებაში, რა რისკები და გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები