თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორიზმში ბრალდებულის აღმკვეთი ღონისძიების საკითხი უნდა გადაწყვიტოს. თბილისში 22 ნოემბერს სპეცოპერაციისას დაკავებულის წინააღმდეგ საქმე ორი უმძიმესი მუხლით არის აღძრული. დანაშაული, რომელსაც ბრალდებული არ აღიარებს, 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საუბარია უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებაზე.
ცნობილია, რომ ტერორიზმში ბრალდებული რუსეთის მოქალაქეა, თუმცა ამ ინფორმაციას სუს-ში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. სასამართლო ერთ საათში დაიწყება.