20 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
დაუყოვნებლივ მოაშორონ თანამდებობიდან სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი კაკო მაჭუტაძე - გიორგი გიუაშვილი

ბორჯომის საკრებულოს „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, გიორგი გიუაშვილი ხელისუფლებას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, აკაკი მაჭუტაძის გადაყენების მოთხოვნით მიმართავს.

მისი თქმით, 20 ნოემბერს ბორჯომის საკრებულოს პირველ სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს გუბერნატორი უწევდა ორგანიზებას. მისივე განცხადებით, დაკარგულია საკრებულოს დოკუმენტაცია და სამართალდამცავებს დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

„მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, თუ უნდათ რეგიონში პოლიტიკური სტაბილურობა და სიმშვიდე, დაუყოვნებლივ მოაშორონ თანამდებობიდან სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი კაკო მაჭუტაძე, რომელიც უშუალოდ ბორჯომში 20 ნოემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ხელმძღვანელობდა იმ ძალადობრივ დაპირისპირებას. აგონიაში მყოფმა გუბერნატორმა გაიტაცა საკრებულოს დოკუმენტაცია, გადმოცემული ცესკო-ს მიერ. მივმართავ სამართალდამცავ სტრუქტურებს, დაინტერესდნენ თუ ვისთან იმყოფება დოკუმენტები,“ - განაცხადა გიორგი გიუაშვილი.

დღის ამბები