20 ნოემბერი 2024,   19:17
ვრცლად
"არ ვაცლით მუშაობას ძალოვანებს" - თამარ ჩუგოშვილი

"შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ განცხადებები" - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი თამარ ჩუგოშვილი თბილისში, ჩატარებულ ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგებზე და ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე საუბრობს.

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც პოლიტიკოსებს არც უნდა სთხოვოთ შეფასება და შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ განცხადებები. ვერანაირ კომენტარს ამ საქმესთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ მწუხარებას გამოვთქვამ გმირი პოლიციელის გარდაცვალების გამო. უნდა მივცეთ ძალოვნებს შესაძლებლობა, რომ ასეთი მძიმე შემთხვევები გამოიძიონ და შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ, მე მგონი არ ვაცლით მუშაობას ძალოვანებს ამ შემთხვევაში,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დღის ამბები