20 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
ვირსალაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ვირსალაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში აღმოიფხვრა სანიაღვრე სისტემის პრობლემები. ასევე, დაიგო ასფალტი და გამოიცვალა შიდა საკომუნიკაციო ქსელი.

თბილისის მერმა დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა და აღნიშნა, რომ საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგება.

„გარდა გზის საფარისა ამ ქუჩაზე გაკეთდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. დავით ნარმანიას მერობის პირობებში დაიწყო ამ პროექტის განხორციელება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად ამ ქუჩისთვის სერიოზული პრობლემა იყო კანალიზაცია, სერიოზული პრობლემა იყო სანიაღვრე სისტემა. დღეს დავასრულეთ გზის დაგების სამუშაოები, დასრულდა მოხაზვა და რამდენიმე საათში ეს გზა, რომელიც მშრალ ხიდს დააკავშირებს, იქნება გახსნილი,“ - განაცხადა კახი კალაძემ. 

დღის ამბები