20 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
ცაიშის ქუჩაზე საცხოვრებელი ფართების დაკანონება - დებატები საკრებულოს სხდომაზე

საკრებულოს სხდომაზე დებატები მოჰყვა თბილისის მერის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, რამდენიმე დღის წინ ცაიშის ქუჩაზე საცხოვრებელი ფართები მოქალაქეებს დაუკანონდათ.

ოპოზიციამ გადაწყვეტილებაში ხარვეზები აღმოაჩინა. მათი თქმით, ირკვევა, რომ ფართები იმ ადამიანებსაც გადაეცათ, რომლებიც ამ მისამართზე საერთოდ არ ცხოვრობდნენ და არც ქონებით უზრუნველყოფაზე აცხადებდნენ პრეტენზიას.

„სამი მძიმე შემთხვევა ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთ შემთხვევაში ჩასმული იყო ქონების გადაცემაში ადამიანი, რომელიც გავლით, სტუმრად ჩამოსული დახვდათ თბილისში. მეორე შემთხვევაში, ქონებას გადასცემთ ორ ადამიანს, რომლებიც ამ ქონებას დღეს უკვე ფლობენ,“- განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მარიკა დათუკიშვილმა.

ოპოზიცია მოუწოდებს მთავრობას, მეტი სიზუსტით და კონკრეტული გეგმის მიხედვით მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები.

„ჩვენ საქმე გვაქვს კანონიერ პროცესთან და არცერთი ადამიანი აქ ჩამოსული არ იკანონებს დაუმსახურებლად,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ. 

დღის ამბები