სასტუმრო "ლეოგრანდი", სადაც გუშინ საღამოს ძლიერი ხანძარი გაჩნდა, ხუთვარსკვლავიანია და ის 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა.
როგორც მაშინ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში იყო ნათქვამი, სასტუმროში 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და 700 ადამიანი დასაქმდა.
სასტუმროში, რომელსაც 5 ვარსკვლავი აქვს მინიჭებული, 180 ნომერი და მსოფლიო კლასის მომსახურებაა.
სასტუმრო კომპლექსში განთავსებულია საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრი.