სასტუმრო „ლეოგრანდში“ გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ცოტა ხნის წინ დასრულდა. შემთხვევის ადგილზე, ილია მეორე, სასულიერო პირებთან ერთად იმყოფებოდა.
„მთელმა საქართველომ მიიღო ეს, როგორც უდიდესი ტრაგედია. საქართველოს ეკლესიის სახელით და პირადად ჩემი სახელით ვუცხადებ ოჯახებს თანაგრძნობას, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი უკვდავი სულები. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო,“ - განაცხადა პატრიარქმა.
ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" გუშინ ღამით გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.