20 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
"ხალხი ითხოვდა შველას ფანჯრებიდან" - თვითმხილველები ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დეტალებზე

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დეტალებს თვითმხილველები იხსენებენ. ისინი ამბობენ, რომ სასტუმროში მოულოდნელად ძლიერი დაკვამლიანება შენიშნეს, რასაც პანიკა მოჰყვა.

სასტუმროში მყოფი ადამიანები გარეთ გამოსვლას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, რადგან საევაკუაციო გასასვლელის არსებობის შესახებ მათთვის არავის შეუტყობინებია.

ყველაზე მეტი - 8 გარდაცვლილი ლიფტში იპოვნეს. ისინი, სავარაუდოდ, შენობიდან თავის დაღწევას ცდილობდნენ.

სასტუმროში მყოფი ადამიანები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე პირადი ნივთების გარეშე არიან დარჩენილები და შენობაში შესვლის საშუალება არ ეძლევათ.

 

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე

დღის ამბები