20 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
გამკაცრებული კონტროლი ლარსის გამშვებ პუნქტზე - ტურისტების თქმით, შეზღუდვებია ინგუშეთიდან და ჩეჩნეთიდან გადმოსვლის მსურველი მამაკაცებისთვის

ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე კონტროლი გამკაცრდა. კურიერს მოქალაქეები დაუკავშირდნენ დაღესტნიდან, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლა თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ გართულდა.

იგივე ინფორმაციას ავრცელებენ სოციალურ ქსელში საზღვრიდან უკან დაბრუნებული ტურისტები. არსებული ინფორმაციით, შეზღუდვებია დაწესებული ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მამაკაცებისათვის ინგუშეთიდან და ჩეჩნეთიდან.

რუსული ტურისტული სააგენტოების ხელმძღვანელები განმარტავენ, რომ ბოლო დღეებში გამკაცრებული შეზღუდვების გამო, საქართველოში ტურისტების შემოყვანა ვერ შეძლეს და ამ სანქციებთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდებზე ამ დრომდე ვერ ნახულობენ.

„რამდენიმე წუთის წინ ჩვენი ერთი ჯგუფი იმყოფებოდა ლარსის საბაჟოზე, თუმცა მესაზღვრებმა უთხრეს, რომ საზღვარზე მხოლოდ ქალბატონების გატარება შეეძლოთ, ამიტომ ჩემი ჯგუფი უკან დაბრუნდა. ასეთი ფაქტები უკვე რამდენიმე დღეა, ფიქსირდება. კიდევ მყავს ჯგუფი გამოსაშვები, მაგრამ ვიცი, რომ არ შემოუშვებენ საქართველოში. ძალიან ვნერვიულობ. როგორც ვიცი, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, საზღვარზე გამკაცრებულია კონტროლი მოქალაქეებზე ჩეჩნეთიდან, ყაბარდო-ბალყალეთიდან, ინგუშეთიდან და დაღესტნიდან,“ - განაცხადა ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ერმილ ბილიევმა. 

კურიერი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც ახალი რეგულაციების შესახებ განმარტებებს არ აკეთებენ.

დღის ამბები