საქართველოში ამერიკის მეგობართა კლუბი მეხუთე წელია, მადლიერების დღეს აღნიშნავს. კლუბის წევრები წელიწადში ერთხელ საქართველოში მცხოვრებ ამერიკელებთან და სხვადასხვა მოწვეულ სტუმრებთან ხვდებიან.
მადლიერების დღე დღესასწაულია ამერიკასა და კანადაში, როდესაც ოჯახები და მეგობრები ტრადიციული კერძებით გაშლილ სუფრასთან ერთად იკრიბებიან.
მადლიერების დღეს გასაჭირში მყოფ ადამიანებსაც ეხმარებიან.