„აბსოლუტურად მოულოდნელი იყო,“ - ასე აფასებს ქორეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე პატრიარქის მიერ მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელებას.
ქორეპისკოპოსის თქმით, პატრიარქის ამ გადაწყვეტილების შესახებ არავინ არაფერი იცოდა.
„აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. პატრიარქმა თვითონ მიიღო, როგორც ვიცი, გადაწყვეტილება და ის არავისთან განუსჯია, არც არავისთვის უთქვამს, ისე გამოაცხადა თავის გადაწყვეტილება,“ – განაცხადა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა.
პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, თეოდორე ჭუაძემ, მოსაყდრის დანიშვნის ამბავი მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც უწმინდესმა ქაშუეთში ბრძანება წაიკითხა. ასევე აღნიშნავს, რომ ეს მისთვის დიდი სიურპრიზი და იყო ვერც კი წარმოიდგენდა, რომ პატრიარქი მოსაყდრეს დანიშნავდა.
„ჯანმრთელობის პრობლემები მას, რა თქმა უნდა, აქვს, მაგრამ ის პრობლემა, რომ მას არ შეუძლია, ფაქტია, რომ არ არსებობს,“ – აცხადებს ქორეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე.