წმინდა სინოდის წევრები პატრიარქობის სავარაუდო კანდიდატურაზე საუბრისას მეუფე შიოს დასახელებას არ გამორიცხავენ. სინოდის წევრების ნაწილი აღნიშნავს, რომ პატრიარქის მოსაყდრეობა პატრიარქის ტახტის დაკავების პირდაპირპროპორციული არ არის.
ისინი კურიერთან საუბარისას აცხადებენ, რომ წმინდა სინოდის ყველა წევრს აქვს უფლება, დაასახელოს თავისი კანდიდატურა.
ზუსტად 40 წლის წინ, 1977 წლის ნოემბერში, საქართველოს წინა პატრიარქის, დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, პატრიარქის სეიფი გახსნეს იქ ანდერძი არ დახვდათ, ამიტომ მოსაყდრედ სინოდმა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია შიოლაშვილი, აირჩია, რომელიც დღეს უკვე პატრიარქია.