20 ნოემბერი 2024,   19:19
ვრცლად
ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე მეუფე შიოს ჩრდილოვანი მმართველობის დასრულებისკენ მოუწოდებს

გიორგობის დღესასწაულზე პატრიარქის მიერ მეუფე შიოს თანამოსაყდრედ დასახელებას წმინდა სინოდის წევრები არ ელოდნენ. 

სენაკისა და ჩხოროწყუს მეზობელ ეპარქიაში ილია მეორეს ამ ბრძანებას "დაგვიანებული, თუმცა, საუკუნის გადაწყვეტილება" უწოდეს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე პირველად პატრიარქის ისტორიულ გადაწყვეტილებაზე ხმამაღლა ალაპარაკდა.

სწორედ პატრიარქის მოსაყდრე შიო იყო იმ სხდომის მდივანი, რომელზეც ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე დასაჯეს და საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელობიდან გაუშვეს. მიუხედავად ამისა, მან პატრიარქის რჩეულობა მეუფე შიოს ტექსტური შეტყობინებით მიულოცა.

მეუფე პეტრე ადასტურებს, რომ რუსეთის საპატრიარქოსთან მისი კავშირები მჭიდროა, თუმცა, იმედოვნებს, რომ ამას ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენებს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პატრიარქის მოსაყდრეს ჩრდილოვანი მმართველობის დასრულებას ურჩევს, რომლის სათავეშიც პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს, მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით ხედავს.

თითქმის საუკუნის შემდეგ პატრიარქმა საკუთარ სიცოცხლეში პირველად მოსაყდრე დანიშნა. 48 წლის მეუფე შიო ახლა ერთადერთი კანდიდატია, რომელიც საპატრიარქო ტახტის დაქვრივების შემდეგ, მისი ადგილისთვის იბრძოლებს, გამარჯვებისთვის კი მას სინოდის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა დასჭირდება. 

დღის ამბები