20 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
თუკი ადამიანებს არა აქვთ შესაბამისი ცოდნა, რთულია, მოიქცე ადეკვატურად - თეონა ჯულუხაძე

კრიზისების რისკების შემცირების სპეციალისტი, თეონა ჯულუხაძე, განსხვავებული აქცენტების ეთერში ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში, მომხდარ ხანძარს აფასებს.

„ყველა ნიშანი, ყველა მითითება, საევაკუაციო გასასვლელები და ა.შ. იმ კონკრეტულ მომენტში რთულია, აღმოაჩინო. ამისთვის არის მიღებული პრაქტიკა, ხდება სიმულაციური ვარჯიშები, სადაც წინასწარ გათვლილი სხვადასხვა ტიპის სცენარებით ხდება ევაკუაცია სხვადასხვა კატასტროფების დროს და, შესაბამისად, ეს უკვე ამცირებს იმ რისკს, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ ბუნებრივ კატასტროფას,“ - განაცხადა თეონა ჯულუხაძემ.

კრიზისების რისკების შემცირების სპეციალისტი განმარტავს, რომ სხვადასხვა კატასტროფის დროს ევაკუაციის ფორმაც განსხვავებულია.

მან აღნიშნა, რომ 2015 წლის შემდეგ უსაფრთხოების კუთხით სახელმწიფომ რამდენიმე სტრატეგია შეიმუშავა.

„რამდენიც არ უნდა იყოს ფურცელზე დაწერილი, რამდენიც არ უნდა ვამონიტორინგოთ, თუკი ადამიანები არ არიან მზად, თუკი ადამიანებს არა აქვთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, შესაბამისი უნარ-ჩვევები, ძალიან რთულია, კონკრეტულ სიტუაციაში, ასეთ საგანგებო ვითარებაში მოიქცე ადეკვატურად, შეამცირო შესაბამისად რისკები და მაქსიმალურად იყო დაცული ანუ ძალიან მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო კომპონენტის ჩართვაც კი, მხოლოდ რეგულაციები არ არის საკმარისი,“ - განაცხადა ჯულუხაძემ. 

ის ასევე აცხადებს, რომ რეგულაციების ამუშავების შემდეგ, მონიტორინგი უნდა შეეხოს არა მხოლოდ ახალ კომპანიებს, არამედ ძველი კომპანიების შემოწმებაც უნდა მოხდეს.

დღის ამბები