20 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
მეუფე შიოს დანიშვნა მოსაყდრედ არის საინტერესო, გარკვეული თვალსაზრისით - დავით ზურაბიშვილი

რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტი წევრი, დავით ზურაბიშვილი,  განსხვავებული აქცენტების ეთერში მეუფე შიოს მესაყდრედ დანიშვნას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისი გავლენები გაიზრდება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ინსტიტუცია, რაც არის დღეს საპატრიარქო, რაც არის დღეს ეკლესია, სოციალ-პოლიტიკური ორგანიზაცია, სოციალური კუთხით ეკლესია გახდეს თანამედროვე,“ - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

რესპუბლიკური პარტიის წევრის აინტერესებს, რა კუთხით წარიმართება ეკლესიის სოციალ-პოლიტიკური ცხოვრება.

„მეუფე შიოს დანიშვნა მოსაყდრედ არის საინტერესო, გარკვეული თვალსაზრისით და ამან, გარკვეულწილად, რაღაც სიცხადე შეიტანა იმ ვითარებაში, რაც საპატრიარქოშია და ახლა დაველოდოთ იმას, რა ტენდენციის მაჩვენებელი იქნება სოციალ-პოლიტიკურ კონტექსტში,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

მან ასევე საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, გიორგი ანდრიაძეს, მიმართა და ჯორჯ სოროსზე გაკეთებული განცხადებების გამო, გააკრიტიკა.

„როდესაც ის ლაპარაკობს, რომ გლობალისტური ძალები არსებობენ, რომ არსებობს ჯორჯ სოროსი, რომ ეკლესიას ანგრევენ. ამას ლაპარაკობს ადამიანი, რომელიც უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. ეს არის ისეთი დონის ლაპარაკი, მაპატიეთ, უხერხულიც კია, ეს არის რუსული, შავრაზმული, 5-კაპიკიან ბროშურებში რომ იწერება,“ - მიმართა ზურაბიშვილმა.

რაზეც ანდრიაძემ განაცხადა, რაკი ზურაბიშვილის პარტია ანტირუსული განწყობის მატარებელია, რა ღონისძიების ჩატარებას გეგმავს წელს ეკლესიის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით.

„ერთი კლიპი გააკეთეთ და დაატრიალეთ ის, რომ 100 წელი გავიდა,“ - აღნიშნა გიორგი ანდრიაძემ.

დღის ამბები