20 ნოემბერი 2024,   19:15
ვრცლად
საია-ის 24-ე საერთო კრება ცოტა ხნის წინ დაიწყო

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 24-ე საერთო კრება ცოტა ხნის წინ დაიწყო.  დღის ბოლოს ორგანიზაცია გამგეობის 7 ახალ წევრს აირჩევს. საერთო ჯამში კი გამგეობის 21-მა ახალმა წევრმა დეკემბერში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ახალი თავჯდომარე უნდა აირჩიონ.

ანა ნაცვლიშვილი ბოლო სამი წლის განმავლობაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტი ეკავა. წესდების მიხედვით, ნაცვლიშვილის არჩევა აღნიშნულ თანამდებობაზე აღარ შეიძლება.

„წლის განმავლობაში გამოიკვეთა, რომ მთელი რიგი ძველი გამოწვევები ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მიმართებაში, სამწუხაროდ, კვლავ ძალაში რჩება. ასევე გაჩნდა რამდენიმე ახალი გამოწვევა. მათ შორის ეს ეხება ხელისუფლების კონსოლიდაციის თემას, რომელიც ბუნებრივია, სერიოზულ რისკებს უქმნის უფლებები და კანონის უზენაესობის დაცვას ქვეყანაში. ასევე, წელიწადში ჩვენ ვერ ვნახეთ, რომ ინსტიტუტები, რომლებსაც ადამიანის უფლებების დაცვის პირდაპირი მანდატი აქვთ და კანონის უზენაესობის პატივისცემის, ამ ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები ვერ ვნახეთ. იქნება ეს პროკურატურა, სასამართლო და ა.შ.“ –  განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 

 

 

 

 

დღის ამბები