18 ნოემბერი 2024,   10:02
ვრცლად
ეჭვი იმისა, რომ ერთ-ერთი ლიკვიდირებული ჩატაევია, არსებობს - ვახტანგ გომელაური

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულ პირებს შორის ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია.

ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა, ქაშუეთის ეკლესიაში დაღუპული სპეცრაზმელის პანაშვიდზე განაცხადა.

გომელაურის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ძიების პროცესი და მისი იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ მომხდარა. თუმცა ეჭვი იმისა, რომ ერთ-ერთი ლიკვიდირებული ჩატაევია, არსებობს.

„ეჭვი არის, რომ ის ადამიანი შეიძლება, იყოს. თუმცა, დადასტურებით, ექსპერტიზების შემდეგ როდესაც გაკეთდება დნმ-ის ანალიზი, იქიდან გამომდინარე გვექნება ზუსტი პასუხი, ეს ჩატაევი იყო თუ არ იყო. ჯერ წინასწარ ვერ ვიტყვი. იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ცოტა რთულია ამ საფრთხეებზე საუბარი. თუმცა, იყო ოპერატიული ინფორმაციები, რომ რაღაც მასშტაბური ღონისძიებების დაგეგმვა მიდიოდა. მე მგონი, ავიცილეთ თავიდან,“ - განაცხადა გომელაურმა.

გომელაურის განცხადებით, პროცესებში ამერიკული მხარე ჩაერთო. ახმედ ჩატაევი ამერიკის მთავრობის მიერ ტერორისტთა შავ სიაშია შეყვანილი. 

 

დღის ამბები