20 ნოემბერი 2024,   19:18
ვრცლად
უკრაინის პრემიერმინისტრი დღეიდან საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს

უკრაინის პრემიერმინისტრი დღეიდან საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ გროისმანი პირველ აუდიენციას ქართველ კოლეგასთან, გიორგი კვირიკაშვილთან გამართავს. პრემიერების პირისპირ შეხვედრის შემდეგ კი, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება.

გროისმანი მოლაპარაკებებს გამართავს ასევე, საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ხვალ კი, უკრაინის პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს გახსნის.

უკრაინაში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, მაღალი რანგის შეხვედრების დროს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების საკითხი ქართული მხარის მხრიდან განსახილველად არ დადგება.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია იმ თვალსაზრისით, რომ ხელი მოეწერება ორ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას საქართველოსთან. ძირითადად განიხილება ეკონომიკური ურთიერთობის საკითხები. პრემიერს აქვს ყოველთვის იმის მოცემულობა, რომ თვითონ განიხილოს სხვა საკითხები, რომელიც შეიძლება ჩემთვის ცნობილი არ არის. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ქართული მხრიდან, ვფიქრობ, არ იქნება მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების საკითხი დაყენებული,“ - განაცხადა გელა დუმბაძემ. 

დღის ამბები