20 ნოემბერი 2024,   19:13
ვრცლად
უნდა გავამარტივოთ მოგზაურობა ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენი მოქალაქეებისთვის - უკრაინის პრემიერი

უნდა გავამარტივოთ მოგზაურობა ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენი მოქალაქეებისთვის - ეს განცხადება, უკრაინის პრემიერმინისტრმა ვლადიმირ გროისმანმა, საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

უკრაინის პრემიერმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა. გროისმანის განცხადებით, უკრაინა გამოთქვამს დიალოგის დაწყების სურვილს ID ბარათების აღიარებასთან დაკავშირებით, რათა საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებისთვის, ქვეყნებში მიმოსვლა უფრო მოხერხებული გახდეს.

"შევთანხმდით, დავსახოთ ერთობლივი მოქმედების მკაფიო გეგმა, რომ ავაშენოთ ერთიანი გზა ჩვენი საქონლის გადაადგილებისთვის და უზრუნველვყოთ ხარისხიანი ლოგისტიკა სხვა პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ შევთავაზოთ საუკეთესო სერვისი გადაზიდვების სფეროში ევროპიდან აზიის მიმართულებით.

"ჩვენ ასევე უნდა გავამარტივოთ მოგზაურობა ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვიცით, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დაინტერესებულნი არიან ჩვენს ქვეყნებში სტუმრობით და დღეს ჩვენ გამოვთქვით დიალოგის დაწყების სურვილი ID ბარათების აღიარებასთან დაკავშირებით, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენს ქვეყნებში მიმოსვლა უფრო მოხერხებული გახდეს.

"მინდა ხაზი გავუსვა, რომ დღეს უკრაინული ბიზნესი ძალიან დაინტერესებულია საქართველოს ეკონომიკური ცხოვრებით და პირიქით. ამ მიმართულებით თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია," - განაცხადა გროისმანამა.

ამავე თემაზე
დღის ამბები