ფინანსთა მინისტრის მოადგილემ 2017 წლის ბიუჯეტის დაკორექტირებასთან დაკავშირებით უმცირესობის კითხვებს უპასუხა. დეპუტატების შეკითხვები დაზოგილი ფულის გამოყენებას შეეხებოდა. საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ თანხით უნდა გაიზარდოს სოციალური დახმარება და პენსია.
„თქვენ რომ უნარიანები აღმოჩნდით, ისე უნდა ეს ხელისუფლება. ყველას, ბოდიშს ვუხდი და თქვენი დედაც ვატირეო უთხარით პენსიონერსაც, კახელ გლეხსაც, ეკლესიასაც,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ კი ოპოზიციას განუმარტა, რომ 2017 წლის ბიუჯეტში დაზოგილი თანხები ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაიხარჯება, მათ შორის, 30 მილიონი ლარი მოხმარდება ეკონომიკის სამინისტროს შენობას.
ოპოზიციას კითხვები ლარიზაციის პროექტთან დაკავშირებითაც ჰქონდა. „ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას ლარის გაუფასურების მოლოდინი ჯერ კიდევ ლარიზაციის გამოცხადებისას ჰქონდა.
„თქვენ ლარიზაციით რომ თქვით, რომ მოქალაქეებო რომ არ დაზარალდეთ, გაალარეთ სესხები, ანუ დააანონსეთ ლარის გაუფასურება პირდაპირ. მოლოდინი თქვენ შექმენით პირდაპირ. ბატონმა ქუმსიშვილმა რომ დააანონსა ლარიზაციის პროგრამა, დანაზოგი დოლარში რატომ აქვს, იმიტომ, რომ დოლარს უფრო ენდობა ხო?“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.