20 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
მან შემოისეირნა საქართველოში, ისე როგორც მისთვის უსაფრთხო ადგილას - ნიკა რურუა ჩატაევზე

„თუ ერთ-ერთი ლიკვიდირებული ტერორისტი არის ახმედ ჩატაევი, ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ უსაფრთხოების სისტემა არის სრულიად მოშლილი ქვეყანაში,“ - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნიკა რურუამ ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორციელებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გააკეთა.

ოპოზიცია სუს-ის ხელმძღვანელს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებს. საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ისანში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს, მათ შორის, იყო თუ არა ლიკვიდირებულ პირთა შორის ახმედ ჩატაევი.

ოპოზიციას აინტერესებს, როგორ მივიდა საქმე სპეცოპერაციამდე, ასევე, კითხვები აქვთ ჩატაევის ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით.

„მან შემოისეირნა საქართველოში, ისე როგორც მისთვის უსაფრთხო ადგილას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას საშინელი რეპუტაციული პრობლემა ექნება მთელ მსოფლიოში,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.

დღის ამბები