20 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
მმართველი გუნდი ოპოზიციის მოთხოვნას, პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის დაბარებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოდ მიიჩნევს

მმართველი გუნდი ოპოზიციის მოთხოვნას, პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის დაბარებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოდ მიიჩნევს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ძალოვანი უწყებების პირველი პირების პარლამენტში დაბარება ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ უნდა გაკეთდეს კომენტარები.

„ყველა სიტყვა, რომელიც, მათ შორის, ოპონენტებისგან თუ ნებისმიერი პოლიტიკოსისგან თუ ექსპერტისგან იქნება არასწორად ნათქვამი, არის გარკვეული რისკის შემცველი. ამიტომ, ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ უნდა დაველოდოთ აუცილებლად, გამოძიების შედეგებს და მხოლოდ ის, რომ არ გამორიცხავს რომელიმე თანამდებობის პირი კონკრეტულ დეტალებს, არ ნიშნავს იმას, რომ ის ადასტურებს მას,“ - განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საქმეზე კომენტარის გაკეთების მომხრე არ არის, რადგან მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარე ინფორმაციას აგროვებს. 

დღის ამბები