20 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
ხელისუფლების ძირითადი შტო უნდა გადადგეს - გიგლა ბარამიძე ისნის სპეცოპერაციას აფასებს

„ეს იყო არაპროფესიონალიზმის, უვიცობის კვინტენსენცია,“ - ასე აფასებს „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი, გიგლა ბარამიძე ისანში ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას. გიგლა ბარამიძის თქმით, სპეცოპერაციის ირგვლივ ბევრი კითხვა არსებობს.

„ეს იყო კლასიკური მაგალითი, როგორ უნდა მოქმედებდე ტერორისტების ან ასაყვანად ცოცხლად ან გასანეიტრალებლად. ეს იყო არაპროფესიონალიზმის, უვიცობის კვინტენსენცია,“ - განაცხადა ბარამიძემ.

„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი აღნიშნავს, რომ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული კითხვების გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს.

„რას აკვირდებოდით, როგორ შეზიდეს ტონობით იარაღი და როგორ მოკლეს ჩვენი ქართველი ვაჟკაცი? თუ აღმოჩნდა ჩატაევი, მე ვიტყვი, რომ პრაქტიკულად, ჩვენ სამსახურები არ გვქონია ამ მიმართულებით და საერთოდ, ხელისუფლების ძირითადი შტო უნდა გადადგეს. იმიტომ, რომ მთელი აკიდო იქნება შეცდომების, უვიცობის, არაპროფესიონალიზმის, უპასუხისმგებლობის და მარტო რომ ხართ გამეცადინებული, როგორ გაისქელოთ ჯიბეები,“ - განაცხადა გიგლა ბარამიძემ. 

დღის ამბები