20 ნოემბერი 2024,   19:14
ვრცლად
ხმაური, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ჭუბერში - მოსახლეობამ ცენტრალური გზა გადაკეტა

ხმაური, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ჭუბერში. მოსახლეობა მესტიის გამგებელს დაუპირისპირდა. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.

მოსახლეობას კი ჭუბერი-ნენსკრას დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი აქვს გადაკეტილი. ადგილობრივები სხვადასხვა სოციალური პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

მათი მთავარი მოთხოვნა კი ელექტროსადენებისა და ბოძების მოწესრიგებაა, ასევე, ერთი წლის წინ, სტიქიის დროს, დაზიანებული სოფელი ჭუბერისა და ნენსკრას დამაკავშირებელი ხიდის აღდგენაა.

მოსახლეობა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს. მათი თქმით, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტომობილების მოძრაობა აღდგება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება. 

დღის ამბები