„ჩვენ გვაინტერესებს, ეს ადამიანი მართლა იყო თუ არა ლიკვიდირებული და როგორ მოხდა საქართველოში,“ - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა სერგი კაპანაძემ ახმედ ჩატავეზე საუბრისას გააკეთა.
კაპანაძის თქმით, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა პასუხგაუცემელ შეკითხვებს პარლამენტის დახურულ ფორმატში უნდა გასცეს პასუხი.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მოვიდეს პარლამენტში დახურულ ფორმატში, კომიტეტის შეხვედრაზე, იქნება ეს ნდობის ჯგუფი თუ სხვა ტიპის დახურული ფორმატი და ამ და სხვა ოპერაციული სახის კითხვებს გასცეს პასუხი,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.