სოზარ სუბარი სახალხო დამცველის თანამდებობაზე არასამთავრობოების მიერ წარდგენილ კანდიდატურას აფასებს. მინისტრის განცხადებით, ნინო ლომჯარიას სამოქალაქო სექტორში მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს.
„ნინო ლომჯარიასთან დაკავშირებითაც თავს შევიკავებ იმიტომ, რომ ისევდაისევ ეს ადამიანი უნდა იყოს ჩვენი მაკონტროლებელი. თუმცა, მე უნდა ვთქვა, რომ ის იყო ძალიან აქტიური ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, როდესაც ის იყო სამოქალაქო სექტორში,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარი ოპონენტების კრიტიკასაც პასუხობს და აღნიშნავს, რომ მათთვის მისაღები ომბუდსმენი მეგის ქარდავა იქნებოდა.
„რაც შეეხება, საპარლამენტო ოპოზიციას, ვგულისხმობ ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა დანაყოფებს, მათთვის მისაღები ომბუდსმენი იქნებოდა ალბათ, მეგის ქარდავა. ეს არის მათი სტილი და ღმერთმა გაუმარჯოთ თავის გზაზე,“ - განაცხადა მინისტრმა.