უკრაინის პრემიერ- მინისტრი დღეს საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა.
შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა განცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და გმობს ყირიმის ანექსიას. თავის მხრივ ვოლოდიმირ გროისმანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკური და სავაჭრო საკითხებიც განიხილეს.
უკრაინის პრემიერმა, უკრაინის დელეგაციის სახელით სამძიმარი გამოუცხადა ხანძრის შედეგად დაღუპულების ოჯახებს.
„მსურს დავადასტურო ჩემი პატივისცემა თქვენს მიმართ და უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ურთიერთობა, ორ ქვეყანას შორის არის ძალიან კარგი. დღეს ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ბატონ პრემიერ-მინისტრთან, სადაც ჩვენ, ჩვენი ურთიერთობების ახალი მიმართულებები დავგეგმეთ. ბატონო პრეზიდენტო, ჩემი და დელეგაციის სახელით მსურს გავიზიარო თქვენი მწუხარება ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ბატონო პრეზიდენტო მინდა აგრეთვე ავღნიშნო, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხში,“-განაცხადა ვოლოდიმირ გროისმანმა.