ქართველოში ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი იმყოფება.
ვლადიმერ გროისმანმა პირველი შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში ქართველ კოლეგასთან გამართა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მას დელეგაციის წევრებთან ერთად გაფართოებული შეხვედრაც ჰქონდა, რომლის დასრულების შემდეგაც ოფიციალური განცხადებები გაკეთდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-უკრაინის მთავარ პრობლემაზე რუსულ ოკუპაციაზე და ერთობლივი ბრძოლის გზებზე.
უკრაინის პრემიერი დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღეს.
ისაუბრა თუ არა შეხვედრების დროს ვლადიმერ გროისმანმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე, ეს კითხვა მან უპასუხოდ დატოვა.