20 ნოემბერი 2024,   19:16
ვრცლად
მეუფე იაკობის ინფორმაციით, პატრიარქმა თანამესაყდრე გარედან ჩარევის პროცესების დასრულებისთვის დაასახელა

სინოდის წევრების ნაწილი კათოლიკოს-პატრიარქის მიერ თანამოსაყდრის დასახელებასთან დაკავშირებით მათ მიერვე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. სასულიერო პირები აღნიშნავენ, რომ განცხადებები მეუფე შიოსთან დაკავშირებით არასწორად იქნა ინტერპრეტირებული.

„კაზუსის ინტერპრეტაცია მრავალმხრივ შეიძლება. მე მიმაჩნია, რომ ეს ან მიზნობრივად ან  უმეცრებით გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ რედაქცია ს ან ჟურნალისტს თავისი დასკვნა მიეწოდებინა როგორც ჩემი დასკვნა,“-აცხადებს მეუფე გრიგორი და აღნიშნავს, რომ ის განცხადება თითქოს ის გადაწყვეტილების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს, არის აბსოლუტურად შეტრიალება მისი განცხადების და პოზიციის.

სასულიერო პირები აცხადებენ, რომ მათი მხარდაჭერა ექნება ნებისმიერი ადამიანს მათ შორის მეუფე შიოს, თუ ამის აუცილებლობა დადგება. 

მეუფე იაკობის განცხადებით პატრიარქმა თანამოსაყდრე იმიტომ დაასახელა, რომ გარედან ჩარევა აეცილებინა თავიდან.

„გარედან  ჩარევის პროცესები რომ იყოს, რომ დასრულდეს ეს გარედან ჩარევის პროცესები და მერწმუნეთ, რომ ეკლესია ძირითადი ვექტორიდან არ გადაუხვევს. გარეშე ფაქტორები ხედავთ რომ რაც მიდის ეკლესიაზე საუბარი, პირადად ჩემი მისამართით რაც მიდის საუბარი არის ხოლმე ძირითადად ცილისწამება. ჩვენ ვერ გამოვალთ და თავის მართლებას ვერ დავიწყებთ იმიტომ, რომ ღმერთი თვითონ იესო არ იმართლებდა თავს,“-განაცხადა მეუფე იაკობმა .

დღის ამბები