ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოაცხადოს. საუბარია მისი საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე. დიდი პალატის მიერ მიღებული დასკვნა სასამართლოს ოფიციალურ ვებ გვერდზე თბილისის დროით სამის ნახევრისთვის უნდა გამოქვეყნდეს.
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ადვოკატის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ სტრასბურგმა დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მხრიდან დარღვეულია ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი, ეს იქნება დადასტურება, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია და ხელისუფლება ვალდებული იქნება ის გაათავისუფლოს.
„ვანო მერაბიშვილის საქმე, ეს იქნება პირველი და ისტორიული საქმე, ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, მთავარი მოლოდინი რაც მაქვს, არის რომ, სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება, რა თქმა უნდა, ობიექტური და დასაბუთებული. შინაარსთან დაკავშირებით, ნამდვილად, უფრო შორს ვერ წავალ, ამიტომ, ყველა უნდა დაელოდოს ამ გადაწყვეტილებას. რაც მთავარია, იმ შემთხვევაში თუ დიდი პალატა დაადგენს მე-18 მუხლის დარღვევას, არც იმას ნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური ნიშნით დევნილი და პატიმარი, ხელისუფლებამ უნდა გადადგას შემხვედრი ნაბიჯი და გაათავისუფლოს მერაბიშვილი უკანონო პატიმრობიდან,“ - აცხადებს ოთო კახიძე.