20 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
ქვეყნის უსაფრთხოება და ჩატარებული სპეცოპერაცია - დღეს ნდობის ჯგუფი იკრიბება

ქვეყნის უსაფრთხოება და გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაცია იქნება ნდობის ჯგუფის პირველი, საორგანიზაციო სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა. სპეცოპერაციის საკითხს სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობა დააყენებს. ნდობის ჯგუფი ერთწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს პირველად იკრიბება.

უმრავლესობა აცხადებს, რომ არცერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩება და მოუწოდებს ოპონენტებს, პოლიტიკურ სპეკულაციებს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, თავი დაანებონ.

„განვსაზღვრავთ ფორმას, დროს, ადგილს, რადგან გამოძიებასაც უნდა ქონდეს გარკვეული ინფორმაცია, რომ ჩვენთვის იმის მოსმენას ქონდეს აზრი,“ - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი.

ნდობის ჯგუფს ამჯერად 5-ის ნაცვლად, 4 წევრი ყავს. მასში მხოლოდ უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენელბი არიან შესული.

"ანტიტერორისტული ოპერაციის შემდგომ საზოგადოებაში დაგროვდა ძალიან ბევრი შეკითხვა, თუ როგორ აღმოჩნდნენ ეს ადამიანები საქართველოში, თუ როგორ შემოიტანეს ამდენი იარაღი, თუ როგორ ჩატარდა სპეცოპერაცია და ა.შ. რაზეც ჩვენ საჯაროდ მოვითხოვეთ პასუხების გაცემა პარლამენტში, თუმცა, თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ რომელიმე საკითზე საუბარი უნდა წარიმართოს დახურულ ფორმატში, რა თქმა უნდა, სწორედ ამისთვის არსებობს ნდობის ჯგუფი," - აღნიშნა ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა, ირაკლი აბესაძემ. 

დღის ამბები