საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უმასპინძლა უკრაინის ვიცე პრემიერს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში. მიხეილ ჯანელიძემ და ივანა კლიმპუშ ცინცაძემ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბრიუსელის სამიტი და მისი შედეგები განიხილეს.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის კოორდინირებული მოქმედების მნიშვნელობას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
ხაზგასმით აღინიშნა ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის აუცილებლობა.