20 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
რუსეთის ამოცანაა ამ რეგიონების ბოლომდე ჩაყლაპვა - თბილისი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ქვედანაყოფების რუსეთის ჯარების შემადგენლობაში შესვლის დოკუმენტზე

რუსეთის მთავრობის მიერ, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ცალკეული ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შეთანხმებისთვის მხარდაჭერას, ქართველი დეპუტატები ეხმაურებიან.

საპარლამენტო უმრავლესობა კრემლის მიერ უკანონო ქმედებების გაგრძელებაზე საუბრობს.

„დე ფაქტო კრემლი ისედაც აკონტროლებდა, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში, ისე ცხინვალში ყველა ძალოვან უწყებებს. დე ფაქტო ეს ასე იყო, ახლა შეიძლება ითქვას, რომ ხდება კრემლის ერთი უჯრიდან მეორე უჯრაში დოკუმენტის გადადება და მეტი არაფერი, რაც, რა თქმა უნდა, არის უკანონო და მეტი არაფერი,“ - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ადეკვატური რეაგირებისა და დასავლელი პარტნიორების მაქსიმალურად ინფორმირებულობისკენ მოუწოდებს.

„ბუნებრივია, საჭიროებს ძალიან სერიოზულ რეაგირებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ადეკვატური რეაგირება იყოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან,“ - აცხადებს "ენმ"-ის წევრი გიორგი ბარამიძე.

„ევროპული საქართველო“ კი, ხელისუფლებისგან უფრო მკვეთრი ანტი ანექსიური პოლიტიკის წარმოებას ითხოვს.

„რუსეთის ამოცანა არის ამ რეგიონების ანექსია, ჩაყლაპვა ბოლომდე, როგორც ეს გააკეთა არალეგალურად ყირიმის შემთხვევაში. ეს პროცესი მას უკვე რამდენიმე წელია დაწყებული აქვს და ამას სჭირდება მკვეთრი, ანტიანექსიური პოლიტიკა, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობას დღეს არ გააჩნია,“ - ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები