შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის. განცხადებას შსს ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ შემოწმება შს უწყების ინიციატივით ხორციელდება.
"სახელმწიფო აუდიტის სამსახური უწყებაში სრულ აუდიტორულ შემოწმებას სხვადასხვა მიმართულებით განახორციელებს, კერძოდ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატში, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, სსიპ 112-სა და სსიპ მომსახურების სააგენტოში," - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.