20 ნოემბერი 2024,   19:18
ვრცლად
ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის რაშიდ კანჯი ოღლის დაკავების საკითხზე ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე იმსჯელეს

გალში ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის რაშიდ კანჯი ოღლის დაკავების საკითხი იყო.

შეხვედრის განმავლობაში მხარეებმა, ასევე, იმსჯელეს საქართველოს იმ მოქალაქეების შესახებაც, ვინც აფხაზურ ციხეში იმყოფება.

ცნობილია, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები აფხაზური ციხიდან რამდენიმე ქართველის გათავისუფლების შესახებ.

ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფების წევრებმა უკანონო ბორდერიზაციაც განიხილეს, რომელსაც დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ახორციელებენ.

დღის ამბები