ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ჯერ ისევ ვარაუდები არსებობს. ოფიციალური უწყებები დეტალებს არ ასაჯაროებენ. კიდევ ერთი თემა, რომელიც დღეს მთელი დღის განმავლობაში განიხილება, გუშინ „კურიერის“ მიერ გავრცელებულ კადრებს უკავშირდება, სადაც ერთ-ერთი ბრალდებულის ლიკვიდაცია ჩანს და არსებული ინფორმაციით ის სწორედ ადამ გუმაშვილია, რომელიც ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერია.
თუმცა ადამ გუმაშვილის და ამბობს, რომ გამოძიების დასრულებამდე ამ ფაქტს ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს.
„ვადასტურებთ, არ ვადასტურებ, ნამდვილად შევიკავებთ თავს და დაველოდებით ოფიციალურ განცხადებას,“-აღნიშან ადამ გუმაშვილის დამ, მარინა გუმაშვილმა.
ადამ გუმაშვილის მამიდა კი აცხადებს, რომ ადამ გუმაშვილი ცოცხალია, თუმცა ვინ გააგებინა ეს ამას ვერ იტყვის. მისი თქმით მას სპეცოპერაციის შემდეგ დაუკავშირდნენ და უთხრეს რომ ადამ გუმაშვილი არ გარდაცვლილა.
„კადრები ვნახე. სადაც არის ნაჩვენები ეს ადამ გუმაშვილია. ეს არ არის ადამ გუმაშვილი. გარეგნულად, აღნაგობით ადამ გუმაშვილი და ის სხვადასხვა ცნებაა. ის უფრო „ზდაროვი“ ყოჩაღი ბიჭი ჩანს. ადამი ერთი სუსტი ბიჭია,“-განაცხადა ადამ გუმაშვილის მამიდამ.