20 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
ლევან მურუსიძის სამსახურიდან გაშვებას, სასამართლო სისტემაში შეიძლება უსიამოვნო პროცესები მოჰყოლოდა - ევა გოცირიძე

არასამთავრობო სექტორის წარმომდგენლებმა ევა გოცირიძეს რამდენიმე წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება შეახსენეს, როდესაც მან ლევან მურუსიძეს მხარი დაუჭირა. ევა გოცირიძემ  განაცხადა, რომ მან სწორი გადაწყვტილება მიიღო.

„მე ამაზე ალბათ, ათასჯერ გავეცი პასუხი და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, როგორც სახელმწიფო მოხელეებმა, ჩვენ უპირატესობა მივანიჭეთ მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპს იმას, რომ ბატონ ლევანს მოსამართლეთა მთელი კორპუსი მხარს უჭერდა, მისი სამსახურიდან გაშვებას, მთელ სასამართლო სისტემაში შეიძლება მეტად უსიამოვნო პროცესები მოჰყოლოდა. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ სასამართლო სისტემის სტაბილურობის სასარგებლოდ,“- განაცხადა ევა გოცირიძემ.  

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ევა გოცირიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. გოცირიძეს მხარდაჭერა მხოლოდ მმართველმა გუნდმა გამოუცხადა. 

 

 

 

დღის ამბები