20 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
სუს-ის და დაზვერვის სამსახურის გაერთიანება - კითხვები უმრავლესობასა და უმცირესობაში

გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით კითხვები დაისვა. უფრო ზუსტად კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება დაზვერვის სამსახური და სწორედ ამასთან დაკავშირებით შეკითხვები ჰქონდათ როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლებსაც.

„არსებობს დადებითი მხარეები, არსებობს უარყოფით მხარეები. პატარა და ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებში ხშირად ეს სამსახურები ერთია, მაგრამ მოგეხსენებათ, გარკვეული წლების ტრადიცია არსებობს დამოუკიდებლად არსებობის. მე არ დავასახელებ ქვეყნებს, მაგრამ ჩვენი მეგობარი ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებს ძალიან აქტიური თანამშრომლობა აქვს და ისინი რამდენად განიხილავენ ამ ფორმატში თანამშრომლობის შესაძლებლობა, როცა ჩვენი დაზვერვის სამსახური გაერთიანებული იქნება კონტრდაზვერვის სამსახურთან,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” წევრმა კობა ნარჩემაშვილმა.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ ცვლილებების განხორციელების შემდეგ, საბოლოო ჯამში ქვეყანაში 13 სამინისტრო იქნება.

„საერთო ცვლილება განხორციელდა და ჩვენ მივიღებთ 13 სამინისტროს და იქ დაზვერვა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კიდევ გაერთიანდება. ბუნებრივია, მობილურობა აღმასრულებელი ხელისუფლების უფრო მარტივია,“ - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

კითხვები აქვს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრს ირაკლი აბესაძესაც.

„შეგახსენებთ, რომ უკვე დახარჯულია 12-13 მილიონი ლარი ამ საბჭოს მიერ, მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯის კუთხით და მაშინ გამოდის, რომ ეს თანხა გასული წლების განმავლობაშიც იყო გადაყრილი,“ - აღნიშნა აბესაძემ.  

 

 

 

 

დღის ამბები