სუს-ის თანამშრომლებს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში და ნებისმიერ ორგანიზაციებში პარალელურად მუშაობის საშულება ექნებათ. ამავდროულად, სუს-ის თანამშრომელი ვალდებული არ იქნება თავისი მეორე სამსახურის შესახებ ინფორმაცია გაამჟღავნოს.
ოპოზიცია სუს-ის მხრიდან სახელმწიფო დაწესებულებების მასობრივ კონტროლსა და არაფორმალური მმართველობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ალაპარაკდა.
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ამტკიცებს, რომ ე.წ. ოდეერების სისტემა მთავრობის ამ ინიციატივით არ ძლიერდება.
ოპოზიცია დღეს მთავრობისგან პასუხს ოპტიმიზაციასა და ბიუჯეტიდან დაზოგილი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით ითხოვდა. ოპოზიცია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ფასადურ ცვლილებებს ახორციელებს და ოპტიმიზაციის საკითხს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
უმრავლესობა კი სტრუქტურულ ცვლილებებს, ეფექტური მმართველობის აუცილებლობით ხსნის. მმართველ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა ამ დრომდე რჩება გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმებაზე.
ცვლილებების მიხედვით ორი სამინისტროს გაერთიანების შემდეგ გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო დაერქმევა. შეიცვლება კულტურის სამინისტროს სახელიც და ის კულტურისა და სპორტის სამინისტრო გახდება.